25 დეკემბერი, 2017

ნათია თოდუას გერმანული ტრიუმფი გრძელდება

გერმანული ”ვოისის” ქართველი გამარჯვებულის, 21 წლის ნათია თოდუას ტრიუმფი გრძელდება.

აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი პროექტში გამარჯვების შემდეგ, ფინალისტებთან და ორ ნახევარფინალისტთან ერთად გერმანიის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს გამართავს.

გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ აქტიურად განიხილება ევროვიზიაზე გერმანიის სახელით ნათია თოდუას გამოსვლა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართველი მომღერლის სახელს უკავშირდება, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის კოკა კოლა-ს კორპორაციული საღამოა, სადაც ორგანიზატორებმა ნათია თოდუა მიიწვიეს.

ასე რომ, დაიჯერეთ – სასწაულები ხდება.