11 დეკემბერი, 2017

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის კაბაში

ქართველი დიზაინერები და მათი კოსტიუმები დიდი ხანია მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღების ცენტრშია.

მათ რიცხვშია მომღერალი მაილი საირუსიც, რომელმაც ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის დემნა გვასალიას წითელი კაბა მოირგო.

მომღერალი ამერიკული “ვოისის” მწვრთნელია და ის ერთ-ერთ საკონკურსო ტურზე სწორედ ქართველი დიზაინერის კოსტიუმში გამოცხადდა.