20 დეკემბერი, 2017

“ისეთი რაღაცეები მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი…”

მუსიკალური შოუს “ახალი ქართული ხმა” მონაწილე 24 წლის მომღერალი თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა.

“პატარაობიდანვე დედაჩემმა აღმოაჩინა, რომ მქონდა სიმღერის ნიჭი, თუმცა არასდროს იყო იმის საშუალება, რომ ვოკალის პედაგოგთან მევლო.

ისეთი რაღაცეები მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი, გაჭირვება, ყველაფერი აბსოლუტურად. ზოგჯერ ელემენტარულად საკვებიც კი არ იყო სახლში…

მაგრამ როცა ეს სიძნელეები გადალახული გაქვს, არ ნებდები. მეც არ ვნებდები, მივდივარ, მივდივარ და ალბათ ოდესმე ერთხელ მაინც გამიმართლებს,” – ამბობდა “ახალი ქართული ხმის” შესარჩევ კონკურსზე მისული მომღერალი.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მეცხვარიშვილის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.