6 დეკემბერი, 2017

გაიცანით უნიჭიერესი პატარა მხატვარი

– არ გვაქვს უფლება ამ ბავშვს სამყაროს ფერები გავუმუქოთ. მისთვის ასეთი ფერადია სამყარო! ვაზიარებთ ჩვენი გეგას ფოტოს და მის კიდევ რადენიმე ნამუშევარს. ეს ნახატები არ უნდა დარჩეს ჩარჩოების გარეშე! – აცხადებენ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის წარმომადგენლები და ფართო საზოგადოებას ნიჭიერ პატარა გეგას აცნობენ:

“ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მე-2 კლასში გვყავს უნიჭიერესი მოსწავლე. ჩვენი გეგა. იგი არაჩვეულებრივად ხატავს და პროფესიონალთა შეფასებით უკვე შემდგარ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.

გეგას პერსონალურ გამოფენას ჰპირდებიან, მაგრამ მის დედას არ აქვს საშუალება ნახატებს ჩარჩოები შეუძინოს. ჩვენ თუ საზოგადოება ვართ, ეს ნახატები არ უნდა დარჩეს ჩარჩოების გარეშე! სულ 1100 ლარია საჭირო.

არ გვაქვს უფლება ამ ბავშვს სამყაროს ფერები გავუმუქოთ. მისთვის ასეთი ფერადია სამყარო! ვაზიარებთ ჩვენი გეგას ფოტოს და მის კიდევ რადენიმე ნამუშევარს. ეს ნახატები არ უნდა დარჩეს ჩარჩოების გარეშე!”

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა ენდი ძიძავამ გადაწყვიტა პატარა გეგასთვის საჩუქარი გაეკეთებინა. მსახიობმა თავისი საიუბილეო თარიღის აღნიშნვა გეგას გამოფენით დაგეგმა.