21 ნოემბერი, 2017

თეონა წიწაკიშვილის ფურორი რუსულ მეგა შოუში

ქართველი მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი წარმატებით აგრძელებს ბრძოლას რუსულ მეგა შოუში “танцы” ფინალში მოსახვედრად.

კონკურენცია დიდია, ამიტომ მას კარგად ესმის, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს.

თეონამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟიური და მაყურებელი თავისი პლასტიკით და შესრულების მანერით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ურთულესი ილეთები და ორიგინალური ცეკვა მან თავის პარტნიორთან ერთად უნაკლოდ შეასრულა და ჟიურის სამივე წევრისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.