8 ნოემბერი, 2017

თეონა წიწაკიშვილი საუკეთესოთა შორისაა

ქართველი მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი რუსულ მეგა შოუში “Танцы” წარმატებით მონაწილეობს და გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

თეონა რუსეთის უკვე 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის აგრძელებს ბრძოლას პირველობისათვის და მას მალე ჩვენი – საქართველოს მხარდაჭერა დასჭირდება…

ხმის მიცემას ჩვენც შევძლებთ აპლიკაციით (უფასოდ)… სიახლეებს თეონა წიწაკიშვილის მხარდამჭერები უახლოეს დღეებში შეგვატყობინებენ.