თაკო ჩარკვიანი მთაწმინდაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

თაკო ჩარკვიანი მთაწმინდაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურებაჯანსუღ ჩარკვიანის შვილი თაკო ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში მამის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

“არა მგონია და არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას.

ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ძლივს გაერთიანებული, ძლივს შეკოწიწებული საქართველო არ ჩაგვიშალონ. აქ არიან სრულიად სხვადასხვა აზრის მატარებლები და მეტი ამ კაცს და სამოციანელთა თაობასაც არაფერი არ უნდოდა. მეტს ესენი არაფერს არ ემსახურებოდნენ. კბილებით მოიტანეს.

აი, ამათგან იცავდნენ, აღარ არიან ისინი, ორი ცალი დარჩა და ისიც აგერ ამოვიდნენ პანთეონში.”