4 ნოემბერი, 2017

სუხიშვილების უმაღლესი ჯილდო პრაღაში

“სუხიშვილები”-ს ანსამბლის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა აკადემიურმა სტუდიამ პრაღაში გამართულ ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

ფესტივალზე “PRAGUE STARS 2017″ სუხიშვილების უმცროსმა თაობამ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა და კონკურსის უმაღლესი ჯილდო, გრანპრი – ბროლის თასი დაიმსახურა!

ინფორმაცია სუხიშვილების უმცროსი თაობის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

”როგორც ყოველთვის, სუხიშვილები საუკეთესოები ვართ!
სუხიშვილების პატარა თაობის საკონცერტო ჯგუფის დიდი წარმატება საერთაშორისო ფესტივალ -კონკურსზე პრაღაში. აბსოლუტური გრანპრის მფლობელები.”