სტიპენდია ეკა კვალიაშვილს

სტიპენდია ეკა კვალიაშვილსმომღერალ ეკა კვალიაშვილს სტიპენდია დაენიშნა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მამა პეტრემ (კვარაცხელია) გაავრცელა:

“უბედნიერესი ვარ, თქვენც უნდა გითხრათ. ეკა კვალიაშვილს სტიპენდია დაენიშნა…

არ ჩაუვლია ცუდად, ამ განწირულ სულისკვეთებას…

იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ…”

მამა პეტრემ ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მომღერლის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეკა კვალიაშვილის დახმარების მსურველებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.