25 ნოემბერი, 2017

სოფო ნიჟარაძემ კონცერტი გააუქმა

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ 25 ნოემბერს “ბუდა ბარში” დაგეგმილი სოლო კონცერტი გააუქმა.

ამის მიზეზი ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გახდა. ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:

“ძვირფასო კონცერტის სტუმრებო,

“ბუდა ბარი”და სოფო ნიჟარაძე ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო, უერთდებიან საზოგადო მწუხარებას და გატყობინებთ, რომ სოფო ნიჟარაძის დღევანდელი სოლო კონცერტი პირველ დეკემბერს ჩატარდება.”