24 ნოემბერი, 2017

სიმღერა, რომელიც სრულიად ერმა უნდა იმღეროს!

– სიმღერა, რომელიც სრულიად ერმა უნდა იმღეროს! -ასე აფასებს მამა პეტრე (კვარაცხელია) ახალ სიმღერას, რომელსაც თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებს.

რწმენა გადაგვარჩენს ისევ! – ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი გზავნილი, რომელსაც ისინი მსმენელს უგზავნიან.

სიმღერას “მცხეთა” ეწოდება და მას თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი და დავით არჩვაძე ასრულებენ.

სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ლექსის ავტორი – პეტრე კოლხი, არანჟირების ავტორი – დავით უგრეხელიძე.

თამრიკო ჭოხონელიძის ახალი სიმღერა ბრავო რეკორდსშია ჩაწერილი. ვიდეორგოლი კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია გადაღებული.