Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა რუსთაველის ბიუსტი მიწაში ჩამარხეს

20 ნოემბერი, 2017

შოთა რუსთაველის ბიუსტი მიწაში ჩამარხესსოფელ სვირში შოთა რუსთაველის ბიუსტი მიწაში ჩამარხეს. შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა. ზესტაფონის რაიონში რუსთაველის ბიუსტი მიწაში 3 მეტრი სიღრმეში ჩამარხეს.

ბიუსტი სვირის სკოლის ეზოში იყო განთავსებული. როდესაც 2007 წელს სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო, შოთა რუსთაველის ძეგლი სამუშაოებს ხელს უშლიდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოების დასრულებამდე ძეგლის აღებისა და მისი სკოლის ეზოში ჩამარხვის გადაწყვტილება მიიღო.

სვირში მცხოვრებმა სპარტაკ კაპანაძემ რუსთაველის ბიუსტის მოძებნა საკუთარი ძალებით სცადა, მაგრამ სკოლის ეზოში მიწის გათხრის გამო იგი ორჯერ დააკავეს და გაასამართლეს.

დამარხული ბიუსტის დაბრუნებას სოფლის მაცხოვრებლები სამართლებრივი გზებით და აქციებით ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ძეგლი ვერ იპოვეს.

ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.