მხატვარ მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონებზე სოლიდურ ფასად იყიდება.
ბაია გალერეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრიტის აუქციონზე მხატვრის “მოცეკვავე” სოლიდურ ფასად გაიყიდა:
“სასიამოვნო სიახლე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მფლობელთათვის!
კიდევ ერთი მაღალი შედეგი ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე!
კრისტის აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის “მოცეკვავე”, რომლის ესტიმეიტი 7 000 – 9 000 ფუნტი სტერლინგი იყო, 18 750 ფუნტად გაიყიდა!”