Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სამწუხაროდ, გამოიკვეთა შემდეგი რეალობა”

25 ნოემბერი, 2017

"სამწუხაროდ, გამოიკვეთა შემდეგი რეალობა"პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი მუსიკოსებს, მთავრობას და მეცენატებს მიმართავს და მუსიკალური სასწავლებლების აღდგენას ითხოვს:

“მიმართვა მუსიკოსებს, მთავრობას, მეცენატებს!

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ურთიერთობა სხვადასხვა მუსიკალური სკოლების დირექტორებთან და უნიჭიერეს ბავშვებთან.

სამწუხაროდ, გამოიკვეთა შემდეგი რეალობა: გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, რაღაც მიზეზით გაუქმდა მუსიკალური ტექნიკუმები, დავდექით შემდეგი პრობლემის წინაშე: მას შემდეგ, რაც ნიჭიერი პიანისტი, მევიოლინე, საქსოფონისტი და ა.შ. ასრულებს სწავლას არსებულ მუსიკალურ სკოლებში, სანამ კონსერვატორიაში ჩაბარების დრო დგება, თუ მას არ აქვს ფინანსები იმისთვის, რომ ჩააბაროს კერძო, ძვირადღირებულ სკოლებში, ან იაროს რეპეტიტორებთან, რეალურად რჩება საჭირო განათლების გარეშე.

შესაბამისად, მცირდება რიცხვი იმ ადამიანების, ვინც უნდა შეავსოს ის ადგილები, რომლებიც არის კონსერვატორიაში ნიჭიერებისთვის და ამასთან დგება საშიშროება იმის, რომ მომავალი თაობის აღსაზრდელად აღარ გვეყოლება პედაგოგები, ისინი ვინც დღეს არიან, გარბიან უცხოეთში, რომ თავს უშველონ და დასაქმდნენ!

აუცილებელია აღვადგინოთ მუსიკალური სასწავლებლები, რომელიც გაზრდის პედაგოგებს!

აქვე გეტყვით, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ისიც, რომ ზოგადად პროფესია ხდება არაპრესტიჟული, კარგავს თავის ხიბლს და მშობლების ინტერესი, რომ შვილი გაზარდოს მუსიკოსად, აღარ არსებობს!

საქართველო, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა უდიდესი, გენიოსი მუსიკოსების მშობლად, ნელ-ნელა მსოფლიო მუსიკალური რუქიდან შესაძლოა გაქრეს!”