11 ნოემბერი, 2017

“რამდენი პრობლემაა ქართული ენის წინაშე!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგოლაშვილი ქართული ენის წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობს და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თემას ეხმაურება:

“ქართულ ენას აქვს ასეთი ბედი: 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ გმირობა ბევრმა ისეთმა დაიბრალა, რომ გეკითხათ, რა მოხდაო, ვერ გეტყოდათ…

ახლაც ასეა… ისეთები ალაპარაკდნენ, კანონი რომ არ უნახავთ; არც ის იციან, რა დეპარტამენტზეა საუბარი… ზოგს გამარჯვება მიღწეული ჰგონია… არა, გადაიდგა მხოლოდ პირველი ნაბიჯი – დაინიშნა ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტი ჯერ არ შექმნილა, არც კადრები შერჩეულა… ასე რომ, საქმე წინაა…

„ოცნება“ რა შუაშიაო, დაწერა ერთმა. ვიყოთ ობიექტურები: იდეა ენის კანონის შესახებ სამი ათეული წელია არსებობს. 2003 წელს კანონპროექტი შევიდა პარლამენტში, მაგრამ წინა ხელისუფლებამ დაასამარა… 2013 წელს ივანე კიღურაძის დიდი მონდომებით მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა საავტორო ჯგუფი და ენის კანონის პროექტი პარლამენტში შევიდა; ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა კომიტეტებში, ევროპაში, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებში და სწორედ „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „კანონო სახელმწიფო ენის შესახებ“!

ჩვენს გულისწყრომას ის იწვევდა, რომ დაგვიანდა კანონის აღსრულება… ახლა ეს ნაბიჯიც გადაიდგა… იმედია, პროცესი აღარ შეჩერდება!..

არადა რამდენი პრობლემაა ქართული ენის წინაშე!”