18 ნოემბერი, 2017

“რა უმსგავსობაა ეს?!”

აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და H&M-ის მაღაზიის VIP გახსნასთან დაკავშირებით საფეხმავლო გზის გადაკეტვას აპროტესტებს:

“ოკ! ესე იგი… გარდა იმისა, რომ H&M ძალიან ეკონომიური და უხარისხო ტანსაცმლის ბრენდია და როგორც ყოველთვის საქართველოში ისეთ დიდ მოვლენად აქციეს, თითქოს თვით ლუი ვუიტონმა გახსნა მაღაზია. თან VIP გახსნა….

ამას ისიც ემატება, რომ მოქალაქეების უფლებებს არღვევთ და კეტავთ ერთადერთ საფეხმავლო გზას რომელიც არის თავისუფლების მეტროდან მოედნამდე?! თბილისის მერია, კახა კალაძე სად ვცხოვრობთ?! რა უმსგავსობაა ეს?! რაიმეს აკონტროლებთ ქალაქში საერთოდ?

არაფერი არ არის განსაკუთრებული ამ მაღაზიათა ქსელში! ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ბრენდია და ტანსაცმელი ერთ თვეში იხევა, ამაში გარწმუნებთ!

რატომ ბედავთ ამდენს და ქუჩებს კეტავთ?! მართლა სხვა პლანეტიდან ხომ არ ვართ თბილისის მაცხოვრებლები?! თუ სულელებს ვგავართ?!”