Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა ახსნა აქვს ამას?!”

26 ნოემბერი, 2017

"რა ახსნა აქვს ამას?!"კითხულობენ მომღერლები, მსახიობები, პროდიუსერები, თუ რიგითი მაყურებლები და საბავშვო ევროვიზიაზე ქართული ჟიურის მიერ რუსი კონკურსანტისთვის უმაღლესი 12 ქულის მინიჭებას აპროტესტებენ:

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

“თურმე ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია… “ღრუზინული ჟიური”.

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

“რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია…. სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ გვაქვს? არ შეიძლება რომ უარი ვთქვა ჩემ წილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში? არ მინდა რომ ეს არხი დავაფინანსო 1 თეთრითაც კი…”

მამუკა ლომაშვილი, მსახიობი:

“რუსეთი ამ ბოლო დროს ძალიან შემოვიდა ჩვენში…”

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

ორმაგი სტანდარტია?
არა?
აბა რა არის?
ის ადამიანები აწმენდენ ხელს ჟიურის წევრებს რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მონაწილეობას.
ალბათობა იმისა რომ რუსეთი გაიმარჯვებდა დიდი იყო რადგან დიდი ქვეყანაა!
მე არ მახსოვს ევროვიზია სადაც ჩვენი ქვეყანა რუსეთს ხმას არ აძლევდეს.
ვიცი ყველას თავისი აზრი აქვს ამაზე…
რუსეთი ოკუპანტია. ხან არის და ხან არ არის კი არა არამედ იქამდეა ოკუპანტი ვიდრე არ დატოვებს ჩვენს ქვეყანას…
ჟიურის წევრმა რა უნდა ქნას როდესაც პატარა ბავშვი მღერის?
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს?
თუ ის რასაც საჭიროდ თვლის პროფესიულად?
ძალიან გამიტყდა რუსეთმა რომ გაიმარჯვა. თან მაშინ როდესაც გრიგოლი ძალიან ნიჭიერია და იმაზე მეტს იმსახურებს ვიდრე ეს კონკურსია დააუცილებლად მიიღებს!
ეს არის ჩემი აზრი და ლანძღვას ნუ დაიწყებთ!
დეტალები არ ვიცი უბრალოდ რაც ვიცი და რასაც ვხედავ იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ…”

გია როინიშვილი, მსახიობი:

“12 საქართველოზე განრისხებული ჟიურის წევრი – სამარცხვინოები!
მთავრია ,,ქართველობა” არ დავკარგოთ სადმე ,,გახრწნილ” ევროპაში ან ,,ჩადრიან” აღმოსავლელთა შემოსევით!!! რუსული ტანკი ჩრდილოეთ საქართველოს გაყოლებაზე დგას, რუსული სპეცსამსახურები კი მთელ საქართვლოში…… იქნებ კორიდაზე გაგდებული ხარივით ნაჭრის (დროშის) ფრიალმა გამოაფხიზლოს მძინარე ქართველი, თორემ ,,გაყიდულები” ფხიზლად არიან…”

მამუკა გამყრელიძე, ”ვის უნდა 20 ათასის ყოფილი წამყვანი:

”12 ქულა თქვენ და ბუასილის მოურჩენელი 12 კვანძი. მონებო!”

ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი:

”გრიგოლი არ იმსახურებდა სულ რამდენიმე ქულით რუსეთთან დამარცხებას! უსამართლობააა! ეს ჩემი პირადი აზრია!”

გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი:

“შენივე ჟიურის გამო რომ წააგებ, ფურთხის ღირსი ყოფილხარ ჩემო ქვეყანა.”

დავით იმედაშვილი, პროდიუსერი:

“რუსეთს თუ არ მიეცი ისე რაა მამული? ქართული ჟიური ყოჩაღ!!!”

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:

“აფრიალებთ ხომ ოკუპანტის დროშას “საზოგადოებრივზე” ჩვენი გადახდილი ფულით…?! გამყიდველებო!”

ელენე ოთარაშვილი, მომღერალი:

“საქართველოში იმარჯვებს რუსეთი ქართული ჟიურის დიდი დახმარებით! რა ახსნა აქვს ამას?!”

სოფო ტოროშელიძე, მომღერალი:

“რუსებს 12 ქულა?! ძალიან არა სწორი და არაპატრიოტული ნაბიჯია!!!”

ნიკა გვარამია, “რუსთავი 2”-ის დირექტორი:

“ევროვიზიის ქართული ჟიური ღირსია მთელი ცხოვრება ლეფსები და ალეგროვები ასმენინო. გოიმები და ყრუები კაი, 2008 წელს მაინც სად ეყარეთ?!! ეკუთვნოდეს მაინც იმ რუს ბავშვს 12, ბღაოდა სიმღერის ნაცვლად… საბავშვო ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე, იგივე იყო, მე რომ ახლა ჩემი სანდროს კლასელებს შევეჯიბრო კითხვაში. უმაგრესი ბიჭი დიდი მომავლით. ჟიური მოვიგეთ 21 ქულის უპირატესობით მეორე ადგილთან და მაყურებელმა მე-11-ზე გაგვიყვანა. ჯამში მეორე ადგილი სულ სამი ქულის სხვაობით პირველთან – რუსეთთან. ჩვენებს რო არ გაეთრიათ პირველზე, მოვუგებდით.”

ნატალი ვეფხვაძე, მომღერალი:

“ძაან მიხარია საქართველომ და რუსეთმა ქულებით რომ გამოხატეს მეგობრობის სურვილი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ბრავო ორივე ქვეყანას.”

ბუკა კარტოზია, პროდიუსერი:

”გრიგოლს ქართულმა ჟიურიმ წააგებინა და უნდა გრცხვენოდეთ, ძალიან უნდა გრცხვენოდეთ! გრიგოლს ქართულმა ჟიურიმ წააგებინა! ჟიურის ყველა წევრს უნდა სცხვენოდეს!”

ბექა მჭედლიშვილი,საქართველოს ავიახაზების პიარ მენეჯერი:

“საბავშვო ევროვიზიაზე რუს კონკურსანტს 12 ქულა მისცეს მომღერალმა სოფო გელოვანმა, კომპოზიტორმა ზაზა წურწუმიამ და სტუდია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ. ქართველმა კონკურსანტმა წააგო 3 ქულით რუს კონკურსანტთან, ანუ ამათ რომ მაქსიმალური ქულა არ მიეცათ რუსეთისთვის, ჩვენ ვიგებდით. მალადეც!”

თამრიკო სხვიტარიძე, საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრი:

“ხმამაღლა ვაცხადებ – ვიჯექი ევროვიზიის ჟიურიში. მომეწონა რუსეთის კონკურსანდტის გამოსვლა – მაგრამ ხმა არ მიმიცია მისთვის – ყველაზე მეტი ქულა სომხებს მივეცი. თუმცა, ჩემს გარდა ჟიურიში კიდევ 4 წევრი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. ჩვენ ერთმანეთის შეფასებების ნახვის უფლება არ გვქონდა. ის რომ საქართველომ რუსეთს მისცა 12 ქულა და რუსეთმა საქართველოს ასევე 12 ქულა მისცა – ეს კარგი ამბავი მგონია. ბავშვები არ უნდა გაიზარდნონ მტრულად.
თუმცა, ვთვლი და ჟიურიშიც ხმამაღლა ვთქვი – რომ საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს.
და კიდევ, სულ რომ 2 ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი გაიმარჯვებდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ იაქტიურა და ხალხის ხმა დააკლდა გრიგოლს და არა ჟიურის ხმა.
ნერვებაშლილი თამრიკო.
ეს ბოლოა ჩემი ევროვიზიასთან გაკარება – ეს კონკურსი აშკარად ჩემი არ არის.”

სოფო გელოვანი, საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრი:

”საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მითუმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა.
საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის.”

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მეორე ადგილი 185 ქულით გრიგოლ ყიფშიძემ დაიკავა. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.