14 ნოემბერი, 2017

ქართველის წარმატება ბერძნულ “ნიჭიერში”

“ნიჭიერი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ქართველები სხვადასხვა ქვეყნის “ნიჭიერში” მონაწილეობენ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო პოპულარულს ხდიან.

გამონაკლისი არც ლაშა შენგელიაა. ის საბერძნეთში, თესალონიკში ცხოვრობს. ლაშა სპორტით არის გატაცებული, ვარჯიში მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ლაშამ გადაწყვიტა ბერძნულ “ნიჭიერში” მონაწილეობა მიეღო და საკუთარი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა. ქართველმა სპორტსმენმა დამსწრე საზოგადოების, ჟიურის სამივე წევრის მოწონება და სამი კი დაიმსახურა.