“ნუ გველაპარაკები სხვა ენაზე…”

მიმართავს სახელმწიფოს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი:

“ძვირფასო სახელმწიფოვ!

უკვე 1 თვეა, ჩემზე და ჩემს თანამემამულეებზე გაბუტული ხარ და ქართულად აღარ გველაპარაკები.
დაგვიწერეთ “ავტობუსის ზოლი” ან რამე სხვა შესაბამისი.

ნუ გველაპარაკები სხვა ენაზე.
ჩვენი საერთო ენა ქართულია.

ნუ გაგიკვირდება, თუ ამ ზოლზე გავივლით, რადგან “ბუს ლანეა” თუ “ბას ლეინი”, პირადად მე, არ ვიცი, რას ნიშნავს.
დაგველაპარაკე რა გასაგებ ენაზე.

პატივისცემით, შენი ერთგული გოგა ჩანადირი.”