20 ნოემბერი, 2017

ნაირა გელაშვილის უარი ჯილდოზე

მწერალი ნაირა გელაშვილი სახალხო დამცველის ჯილდოზე უარს ამბობს და მას უკან აბრუნებს.

ეს ჯილდო მწერალმა რამდენიმე წლის წინ მიიღო. კავკასიური სახლის ხელმძღვანელი სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის დააჯილდოვა.

ნაირა გელაშვილის პროტესტი ამ ჯილდოზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველის ოფისში მიიტანა და მასზე წარწერა გააკეთა:

”გიბრუნებთ უკან ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს, რადგან თქვენ ლახვარი ჩაეცით თავად ტოლერანტობის ცნებას.”