29 ნოემბერი, 2017

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ორლანდო ბლუმის აკომპანირებით

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

წარმატებული კონცერტები, სხვადასხვა პრესტიჟულ დაჯილდოვებებზე მიღებული პრიზები, ათასობით ტირაჟით გამოცემული ალბომები – ეს ხატიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია. თუმცა ქართველი პიანისტი ყურადღების ცენტრში მარტო ამ წარმატებების გამო არ ექცევა.

ბოლო პერიოდში ხატიას და მსახიობ ორლანდო ბლუმის ურთიერთობა განხილვის თემად იქცა. პიანისტის დედამ განაცხადა, რომ შვილის პირად ცხოვრებაში არ ერევა და ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხატია ბუნიათიშვილი და ორლანდო ბლუმი როიალზე ერთად უკრავენ.