17 ნოემბერი, 2017

გალაკტიონ ტაბიძის ახალი წიგნი Amazon-ზე

ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის ინგლისურენოვანი კრებულის Discover Galaktion-ის პრეზენტაცია ჩატარდა.

პოეტის ლექსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა თარგმნა. იგი 13 წელია გალაკტიონის შემოქმედებას ინგლისურ ენაზე თარგმნის.

ინგლისურ ენაზე გამოცემული გალაკტიონის ახალი წიგნი Amazon-ზეა განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი.

215 გვერდიან წიგნში გალაკტიონის 60 ლექსია გაერთიანებული.