29 ნოემბერი, 2017

ეს არის ხალხის დაცინვა

ასე აფასებს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ბოლო დღეების ყველაზე აქტიურ თემებს და საზოგადოებას სთხოვს, საკუთარი საქციელით სხვას ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას:

“ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, რაც უნდა ის აკეთოს საკუთარ სივრცეში, მაგრამ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს თავისი საქციელით სხვას.

1. მე რომ ქრისტიანი ვარ, სხვა რელიგიის ადამიანს არ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა იმის გამო, რომ ის ქრისტიანი არ არის.

2. მე რომ ქუთაისელი ვარ, თბილისელს არ უნდა ვაგინო დედა იმიტომ, რომ ის თბილისის დინამოს გულშემატკივრობს და არ უნდა დავლეწო და გადავწვა დედაქალაქში სტადიონი. (სამარცხვინოა)

3. შენ რომ გეი ხარ, ნუ მომახვევ შენს აზრებს, ცხოვრებას, ნუ ჩამიტარებ აღლუმებს და ნუ მმოძღვრავ რა უკეთესია კაცის სიყვარული თუ ქალის, გეი ხარ და გეიხარე.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კაცის სიცოცხლეს არ ექნებოდა აზრი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გარეშე, ამას დაუწერელი კანონი გეუბნებათ – ჩვენ კი არა.

ორი კაცის თანაცხოვრება რომ სწორი ყოფილიყო, მაშინ გამრავლების ფუნქციაც ექნებოდა ღმერთის მიერ მინიჭებული. ასევეა ორი ქალის შემთხვევაშიც. ასე რომ, ღმერთის მიერ არის შექმნილი ეს სამყარო და სამყაროს კანონებს გეი კი არა, ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის და შეეგუეთ.

ნუ გვიპირისპირდებით, ჩვენ არ ვწყვეტთ ვინ უნდა გამრავლდეს და ვინ არა, ამას ღმერთი არეგულირებს.

ჩვენ არ ვატარებთ აღლუმებს და მთელი დღე არ ვლაპარაკობთ როგორ გვიყვარს საპირისპირო სქესის ადამიანები. მართლა რა გაგ……აკეთ საქმე. ხო არ გივარდებით სახლში, რაც გინდა ის აკეთეთ, ოღონდ თქვენს საკუთარ სახლებში.

კიდევ ერთი – ჩოხა და ტრადიციული სამოსი თქვენი დასაცინი არ არის, ისე ცნობისათვის.
შეიძლება ტრადიციული სამოსით ჩვეულებრივ დღეს ქუჩაში არ უნდა იაროს ადამიანმა, ესეც მეორე უკიდურესობაა ალბათ XXI საუკუნეში. ყველაფერს თავისი ნორმა აქვს და როცა ნორმა არ იცი, მაშინ გაქვს პრობლემები.

რატომ გახდა ასეთი დასაცინი ჩოხა და ქართული სამოსი?

რა არ მოგწონთ სუხიშვილებს, ერისიონს, ქართულ ხმებს და ა.შ რომ აცვიათ? ხო უკრავთ დიდი სიყვარულით და სიამაყით ტაშს, ან როგორ უხდებათ ან რა სილამაზეა.

არ მოგწონთ როდესაც სიძეს და პატარძალს ტრადიციულად აცვიათ! არ არის ამაში მიუღებელი.
მაგრამ ეს რაც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ინტერნეტით, არის დაცინვა ხალხის, ტრადიციების, ქართველობის და საერთოდ ღმერთის.”