დიდი თეატრიდან ასობით ადამიანი ევაკუირებულია

დიდი თეატრიდან ასობით ადამიანი ევაკუირებულიასამართალდამცველებმა მოსკოვის დიდ თეატრში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს და შენობიდან დაახლოებით 700-მდე ადამიანის ევაკუირება მოახიდნეს. თეატრში დილის და შუადღის სპექტაკლები დასრულებული იყო, საღამოს სპექტაკლი კი გაუქმდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ზარებს იღებდნენ სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, სასტუმროებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში ნაღმის არსებობის შესახებ. სამართალდამცველები ათასობით ადამიანის ევაკუაციას ახდენდნენ და შენობების შემოწმებას აწარმოებდნენ.

სატელეფონო ტერორიზმი რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო და მას შემდეგ, სამართალდამცველებს 1.400.000 ადამიანის ევაკუაცია მოუწიათ. არც ერთ შემთხვევაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.