26 ნოემბერი, 2017

“დაყოვნება აღარ შეიძლება”

აცხადებს საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი.

მწერალი და პოეტი თბილისის უნიკალური არქიტექტურის განადგურებაზე წუხს და ამ თემაზე საგანგებო დისკუსიას მართავს:

“საგანგაშო მდგომარეობაა, თბილისის უნიკალური არქიტექტურა სახეს კარგავს. უგემოვნება და უსახურება ბატონდება. დაყოვნება აღარ შეიძლება, დროა ქართველმა საზოგადოებამ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ მტკივნეული პრობლემის მიმართ.”

ამ საკითხთან დაკავშირებით 29 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართება დისკუსია თემაზე: ”თბილისი დღეს და ხვალ არქიტექტურულ ასპექტში.”

დავით შემოქმედელთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დავით ანდრიაძე, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ვიზუალურ ხელოვნებათა სექციის თავმჯდომარე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი და გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების მრჩეველი.