20 ნოემბერი, 2017

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობს სცემეს

ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობს საბა უგრეხელიძეს სცემეს. მას 15 პირი სასტიკად გაუსწორდა.

თავდასხმა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. მსახიობი სასტიკად არის ნაცემი, გულ-მკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.

მსახიობისთვის თავდამსხმელების ვინაობა უცნობია. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ ანგარიშსწორება ორგანიზებული იყოს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.