4 ნოემბერი, 2017

“აზრზე მოდით!”

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური ჩანაწერით ეხმიანება:

“ისეთი უცნაური იყო ეს ყველაფერი გარედან… დადიოდა, ლაპარაკობდა მხოლოდ კარგს.

აკეთებდა მხოლოდ სიკეთეს… მერე ჯდებოდა მეძავებთან ერთად სუფრასთან და ჭამდა.. ისინი (ინტრიგანი ფუნდამენტალისტი ფარისევლები) ეკითხებოდნენ: რატომ ზიხარ ცოდვილებში და ჭამ და სვამო? ეკითხებოდნენ მას, ვინც ცოდვილებისთვის ჯვარზე გაეკრა… რატომ ჭამ მაგათთანო?!

როგორ ფიქრობთ რისთვის გაეკრა ჯვარს ცოდვილებისთვის თუ არ უყვარდა? და თუ უყვარდა, სწორედ ამიტომაც ჭამდა მათთან ერთად ერთ სუფრაზე. იესო იჯდა და ჭამდა მეძავებთან… თქვენ კი ხართ ისინი, ვინც იესოს უკრძალავთ იმას, რასაც ფარისევლები უკრძალავდნენ… მაგის ბოლო კი იცით რაც არის… გოლგოთაზე აგყავთ ბოლოს… მაგრამ მაგას გაგრძელებაც აქვს – საშვილიშვილოდ იდებთ თავზე ცოდვებს… მარიამ მაგდალინელები, ავაზაკი და მკვლელი სავლე (იგივე პავლე) ან უარმყოფელი პეტრე არიან მასთან… და არა ფარისეველი ფუნდამენტალისტები და ბარაბები.

აზრზე მოდით, ცრუქრისტიანებო! დაანებეთ თავი თქვენი შიშების გამო სხვების დევნას. სპორტსმენების, უფლებადამცველების, ქრისტიანების, საჯარო პირების, ჟურნალისტების და მათი შვილების დევნას.”