25 ნოემბერი, 2017

“ამას წიწამურის ტყვია სჯობდა!”

გინახავთ ილია ჭავჭავაძე ნაგვის ურნაში? თუ არა, ახლა შეგიძლიათ ნახოთ.

“აი, სად ვიმყოფებით. ამას წიწამურის ტყვია სჯობდა! ჩვენ მოვკვდით!” – ამბობს მამა პეტრე (კვარაცხელია) და ილია ჭავჭავაძის ნაგვის ურნაში მოსროლილ ფოტოს ავრცელებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ილია ჭავჭავაძე ნაგვისთვის გაიმეტეს. ზუსტად ერთი წლის წინ “არტ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნაგავში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებთან ერთად მიხეილ ჯავახიშვილის, ლევან სანიკიძის ნაწარმოებებიც აღმოჩნდნენ.