15 ნოემბერი, 2017

“ამას რა ჰქვია?”

კითხულობს მარიამ ლორია და ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის ფოტოს აქვეყნებს:

“ამას რა ჰქვია? ალამაზებენ და ამშვენებენ კულტურულ მემკვიდრეობას? ატენის სიონს თუ არ მიადგი ბლოკი და ბეტონი, ისე ვერ იქნები კაი ქართველი!”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ატენის სიონის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.