ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი მთელ საქართველოში მოგზაურობს და ხალხური სიმღერის შემსრულებელ მომღერლებსა და ანსამბლებს აცნობს ფართო საზოგადოებას.
გიორგი საქართველოს ულამაზეს ადგილებში, ეკლესიებისა და მონასტრების მისასვლელებთან დაყრილი ნაგვის გამო წუხს:
“აი, სად ვკარგავთ ქართველობას… ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ასე რომ ვექცევით…
და ეს მხოლოდ ნაწილია! მისასვლელი ტერიტორია სავსეა ნაგვით!”