თავისუფლების მოედანზე განთავსებული 26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს. ფილა ისეა დაზიანებული, რომ მასზე არსებული წარწერის ამოკითხვა შეუძლებელია.
მსახიობი გიორგი კალანდაძე დაზიანებული მემორიალის ფოტოს ავრცელებს და თბილისის მერიას მისი შეკეთებისკენ მოუწოდებს:
“დაზიანების გამო მხოლოდ 26 მაისი შეიძლება ამოიკითხო.
აქედან 10 მეტრში ჰ&მ-ის რიგში ხალხი თავ-პირს ილეწავს.
თბილისის მერია – შეაკეთეთ.”