23 ნოემბერი, 2017

ჰამლეტ გონაშვილის სასწაული

ის, რომ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა ნამდვილი სასწაულია, ყველამ იცის, მაგრამ თუ რა სასწაული მოახდინა მისმა სიმღერამ, ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ისტორიას, თუ როგორ მოიგერია ჰამლეტ გონაშვილმა მგლები.

“ვისაც სმენა აქვს და სიმღერა და გალობა შეუძლია, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ცხოველის დასამშვიდებლად. ერთხელ მას სტუმარი ქალბატონის მიცილება დასჭირდა მეზობელ სოფელში, შებინდებული იყო და გზად ტყე უნდა გაევლოთ.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მგელი დაინახეს. ქალბატონი დაფრთხა, ბატონმა ჰამლეტმა კი გალობა დაიწყო… მგელი კარგა ხანს უსმენდა და ბოლოს გაეცალა, ჰამლეტმა და მისმა ნათესავმა ქალმა განაგრძეს სიარული.

ცოტა ხნის შემდეგ მათ გარს შემოარტყა წრე მგლების ჯგუფმა. ჰამლეტმა ისევ დაიწყო მშვიდად სიმღერა თავისი არაჩვეულებრივი ხმით. მოხდა სასწაული, ამ მგლებმა ეს ორი ადამიანი ბოლომდე მიაცილეს ხელუხლებლად, თითქოს პირიქით, სხვა აგრესიული მგლებისგან იცავდნენ მათ.

სასწაულია, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც რეალურად შეემთხვა ამ ლეგენდარულ მომღერალს.”