19 ნოემბერი, 2017

“ყველას მინდა მოგმართოთ დახმარებისთვის”

– მოგეხსენებათ, 25 ივლისიდან აქტივისტების ჯგუფი ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში – ნიგოზა, ყარაფილა, ერგნეთი. ამ პოსტში არ შევეხები ტრადიციულ თემებს, როგორიცაა ოკუპანტების უკანონო ქმედებები საოკუპაციო ზონაში და ა.შ, – აცხადებს მსახიობი დავით ქაცარავა:

“დღეს მე ყველას მინდა მოგმართოთ დახმარებისთვის.

სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს 120-მდე ბავშვი 8 სოფლიდან, ესაჭიროება სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და წიგნები ბიბლიოთეკისთვის.

ნებისმიერი დახმარება ძალიან დაგვეხმარება კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები ბავშვების განვითარების ხელშეწყობაში.

ქვემოთ ვწერ იმ ჩამონათვალს, რომელიც გვესაჭიროება სკოლისთვის:
1. ბურთები (კალათბურთი/ფეხბურთი)
2. კალათბურთის ფარები, 2ც
3. ფეხბურთის კარები, მინი და სტანდარტული, 2ც
4. მაგიდის ჩოგბურთი, 1ც
5. მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, ბადე,ბურთები
6. შტანგები, განტელები, ესპანდერები, ა.შ.
7. კრივის აღჭურვილობობა
8. წიგნები ბიბლიოთეკისთვის
9. საჭადრაკო დაფები

ვინმეს თუ ექნება სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროს 8 სოფლის ახალგაზრდებს, გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მზადყოფნა. წინასწარ დიდი მადლობა!

ძალა ერთობაშია!”