5 ნოემბერი, 2017

“უსინდისობაა ეს!”

ასე აფასებს ეკა ჩაგელიშვილი სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” მიერ მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობას, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნის დღესასწაულს მიეძღვნა.

ვიდეოებს გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს:

“ანსამბლი “რუსთავი” მოსკოვში საბჭოთა კავშირის შექმნის დღესასწაულში ამაყად მონაწილეობს.

სამარცხვინო და უსინდისობაა ეს, გინდა პოლიტიკა დაარქვით და გინდა ტანცი-მანცი!”