“სუხიშვილები”-ს ანსამბლის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა აკადემიურმა სტუდიამ პრაღაში გამართულ ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
ფესტივალზე “PRAGUE STARS 2017″ სუხიშვილების უმცროსმა თაობამ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა და კონკურსის უმაღლესი ჯილდო, გრანპრი – ბროლის თასი დაიმსახურა!
ინფორმაცია სუხიშვილების უმცროსი თაობის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
”როგორც ყოველთვის, სუხიშვილები საუკეთესოები ვართ!
სუხიშვილების პატარა თაობის საკონცერტო ჯგუფის დიდი წარმატება საერთაშორისო ფესტივალ -კონკურსზე პრაღაში. აბსოლუტური გრანპრის მფლობელები.”