18 ნოემბერი, 2017

სოფო ნიჟარაძის ჯილდო გერმანიაში

მომღერალი სოფო ნიჟარაძე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ВАMA მუსიკალური დაჯილდოვებაზე დააჯილდოვეს. ВАMA აზიური ქვეყნების დაჯილდოვებაა, თუმცა მასში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

სოფო გერმანიაში საუკეთესო ქართველ შემსრულებლად დასახელდა. ВАMA მუსიკალური დაჯილდოვებაზე სოფო ნიჟარაძე თავის პროდიუსერთან სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ჩავიდა.

ამ კონკურსში საქართველო პირველად მონაწილეობდა და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

სოფო ნიჟარაძე:

“დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ხმას გვაძლევდნენ და მხარს მიჭერდნენ დიდი ხნის განმავლობაში.”