12 ნოემბერი, 2017

“სახუმაროდ არ გვაქვს საქმე!”

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მსახიობი საშა გველესიანი თითოეულ ქართველს სრული სერიოზულობით ეკითხება, თუ რაში ხედავენ გამოსავალს, საქართველოში დღეს არსებული სიტუაციიდან:

“ქვეყანა თავზე გვექცევა!

– რა ვქნათ?!

დავდე თუ არა, ვიღაცამ მომცინარე სმაილი დადო, სასაცილო კომენტარიც!
სახუმაროდ არ გვაქვს საქმე!

ჩვენს შვილებს გადაწვდნენ და ტვინის გამორეცხვა დაუწყეს!
გეკითხებით სრულიად სერიოზულად – ქვეყანა თავზე გვექცევა, რა ვქნათ?!
აი, მე და შენ რა ვქნათ?!”