24 ნოემბერი, 2017

რიანა ქართველი დიზაინერით დაინტერესდა

უკვე აღარავის უკვირს, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიოში დიდ წარმატებებს აღწევენ და მათი სამოსით თუ აქსესუარებით მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ინტერესდებიან.

გამონაკლისი არც რიანაა. ცნობილი მომღერალი ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალეებით მოიხიბლა და ფოტოსესიაში ჟურნალისთვის Dazed and Confused Magazine ამ აქსესუარით მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ გიორგი ქებურიამ თავად გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქებურიას ნამუშევრებით მსოფლიო ვარსკვლავი ინტერესდება.

ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის მიერ თბილსიში გამართულ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი შემოდგომა-ზამთრის 2017-2018 წლების სეზონის კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა მოირგო და ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა.