29 ნოემბერი, 2017

“რატომ გვამცირებთ?”

,,შავლეგ შენი შავი ჩოხა” – ასე ეწოდება “გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ავტორის გურამ ქართველიშვილის მიმართვას, რომელიც ჩოხას ეძღვნება:

” ჩოხიანი ,,კაცების.. შეუღლების ორგანიზატორებო. მანდ ამერიკაში არ იციან, რომ ჩოხა მარტო ქართველების სამოსი არ არის? რომ ამ ტანისამოსს ასევე მშობლიურად თვლის, სტრატეგიულად მათი არაპარტნიორი -დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ადიღეველი თუ აფხაზი…

ეს ის ხალხებია, რომელსაც ნაწილი ქართველებივით არ აუღიათ ხელი ნამუსზე და მათ საზოგადოებაში, ტუტუცი შვილები გადაღვინებულ მამებს ჭკუას არ ასწავლიან… ისინი თვალის ჩინივით უფრთხილდებიან ტრადიციებს და როგორ გვგონია ქართველებს, მოწონთ ჩვენ მეზობლებს კავკასიის ერთერთი სამოსელი-სიმბოლოს – ჩოხის ასე გათახსირება?

რატომ გვამცირებთ მათ თვალში და რატომ აძახებინებთ მეზობლებს, რომ ქართველები ვართ ყოველივე მდარეს და არამოკეთურის შემომძღოლები კავკასიაში? არავინ ფიქრობს მანდ დემოკრატიის ექსპორტიორ ამერიკაში იმაზე, რომ ასეთი ლგბტ ტაკიმასხრობით შეურაცხყოფას აყენებენ მთელ ერებს?.. ეს ხომ თვითონ ამერიკის ავტორიტეტზე მოქმედებს დამანგრეველად ამ რეგიონში?

ვისაც ჩოხა უტარებია იცის, რომ ჩაცმისას ის თვითონ გაჭერინებს სხეულს მოხდენილად და მოძრაობისასაც თვითონ გკარნახობს მამაკაცურ მანერებს… ეს არც არის შემთხვევითი, რადგან ათასწლეულებ გამოვლილი ჩოხის თარგი, კავკასიელი მეომრისთვის იყო გამოჭრილი… აღიარებულია, რომ ჩოხა საომარი ტანისამოსია…

მაშ რატომ მაინცდამაინც ჩოხა ჩაიცვით შეუღლებულო ბიჭუნებო? ვერ გაძეხით არა ჩვენი სამშობლოს დამცირებით? იცოდეთ, სულ რომ ყოველ დღე ატაროთ ჩოხა და მასში გამოწყობილები ეტრფიალოთ ერთმანეთს, ვერაფერს დააკლებთ, რადგან ეს სამოსი შედევრი, კავკასიელებს მაინც იმ ვაჟკაცებს მოგვაგონებს ყოველთვის, ვინც ღირსეულად ატარებდა მას…”