19 ნოემბერი, 2017

“მის მსოფლიო 2017”-ის ტიტული 20 წლის ლამაზმანმა მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ სანიაში საერთაშორისო სილამაზის კონკურსი “მის მსოფლიო 2017” გაიმართა.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, კონკურსში წელს 118 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვება და “მის მსოფლიოს” ტიტული მხოლოდ ერთს ერგო.

ულამაზესი გვირგვინი 20 წლის ინდოელმა მანუში ჩილარმა მოიპოვა. მეორე ადგილზე მექსიკელი ანდრე მესა გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი ინგლისელი სტეფან ჰილსი გახდა.