7 ნოემბერი, 2017

“ზარების შემოკვრის დროა!”

ასე მიაჩნია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძეს, რომელიც უნიკალური ქართული საგანძურის გადამრჩენელის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმს იღებს:

“ზარების შემოკვრის დროა!!!

აი, ასეთ ისტორიებსა და იდეოლოგიაზე უნდა ვიღებდეთ დღეს ფილმებს.

გთხოვთ, წაიკითხოთ და გაიაზროთ აკაკის ეს შთამბეჭდავი სიტყვები – მოწოდება:

„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე,
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველის დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა…
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!…
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებს: “არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!”
ამ იმედით ფრთა შესხმული
ჩვენი გული სიამით სძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს,
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას…“

აკაკი წერეთელი – პოემა „თორნიკე ერისთავი“, 1884 წელი.