12 ნოემბერი, 2017

ვანო ჯავახიშვილს ემუქრებიან

იუმორისტ ვანო ჯავახიშვილს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი ემუქრება და ჟურნალისტებსაც “ვანოს შოუში” მისი ოჯახის დამამცირებელ სიუჟეტზე დუმილისთვის აკრიტიკებს:

“ჩემო სიმართლით სავსე კრისტალო ჟურნალისტებო!

კაციშვილს ხმა არ ამოგიღიათ ამ კლოუნის ვანოს შოუში გაშვებულ ჩემი ოჯახის დამამცირებელ სიუჟეტზე!

გვარამია ფრთოსანო, შენი ბრძანებებიდან გამომდინარე, როცა ,,ზამ ფრაკურორა” იყავი, რამდენი დაკავებულის შვილები არიან ფსიქიურად შერყეულები ,,მამებს მსოფლიოში მათთვის ყველაზე ძლიერ ადამიანებს მათ ცხვირწინ რომ სცემდნენ?”

დაინტერესებულხარ შე მართლა ,,ძვირფასო ადამიანო”. იურისტებთან უნდა მოვამზადო ეს თემა, თუ კანონი მომცემს ამის საშუალებას საქვეყნოდ დავსაჯო!

და ისე თუ არ შეგაზიზღო შე თავგასიებულო ვანო ხარ თუ ჩემი სიქიმბალა, შენ ,,კოზიოლ” კოლექტივთან ერთად ამ ქალაქში სიარული, მე ვიყო არა ქალაქელი!”