3 ნოემბერი, 2017

“გული ვერ გამიძლებს…”

– მეგობრებო, იურისტებო, ადამიანებო, მირჩიეთ, როგორ შეიძლება ადამიანმა მერიის კულტურის სამსახურს ოფიციალური ბოდიში მოახდევინოს შეურაცხყოფისათვის, დეზინფორმაციისა და უპასუხისმგებლობისთვის, როდესაც თვითონ აყოვნებს, ან არ დგამს შეცდომის გამოსწორებისკენ ნაბიჯს? – კითხულობს მწერლისა და მთარგმნელის ბაჩანა ბრეგვაძის შვილი ანი ბრეგვაძე და მერიის კულტურის სამსახურის მიერ გამოცემულ კრებულში “საპატიო თბილისელები” დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს:

“ფოტოზე რენე კალანდიაა.. ტექსტი??? რა ტექსტია ეს??? გარდა ამ სულელური ნაჟღურტულევისა, ფაქტებია არასწორი. არც ქუჩისთვის მიუნიჭებია არავის მამაჩემის სახელი და არც რევაზ თვარაძეა ირაკლი აბაშიძის სიძე (და რომც ყოფილიყო სიძედ მოხსენიება შეურაცხყოფაა ამხელა დამსახურების პიროვნებისთვის.)

პ.ს. მერიის კულტურის სამსახურმა!!! გამოსცა ფასით ძვირი ტონანახევრიანი ალბომი. ნეტამც არ გამოეცა. როცა ეს წიგნი ხელში დავიჭირე, მანუგეშეს მორიდებით, მარტო თქვენთან არაა შეცდომებიო… მაგ. ოთარ რამიშვილის გვერდზე ოთარის ნაცვლად… ზურა მანჯავიძე ოთარის როლში… გია ჯაფარიძის გვერდზე ტექსტს ვინ ჩივის, სხვა მოქანდაკის სკულპტურებია…

დროში ვიყავით შეზღუდულებიო, მოიბოდიშა მერიამ. მეც ბოდიშს ვუხდი მერიას ცხელ გულზე პოსტისთვის! მეც დროში ვარ შეზღუდული. დიდხანს რომ გავწელო ამაზე ფიქრი, გული ვერ გამიძლებს…”