23 ნოემბერი, 2017

გიორგი უშიკიშვილის სამაგალითო გადაწყვეტილება

მომღერალი და ფოლკლორული ანსამბლის “ლაშარი” ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცნაზელის ოჯახს უსამძიმრებს და ვანო გოლოშვილის შვილებს მომღერლის სკოლაში ქართული სიმღერის შესწავლას სთავაზობს:

“დღეს მთელი დღეა გარდაცვლილი სპეცნაზელის ამბავს განვიცდი და ამ ფოტომ საერთოდ ბოლო მომიღო!

თუ ვინმეს შეუძლია ხმა მიაწვდინოს მის ოჯახს, გთხოვთ გადასცეთ, რომ ჩემი სკოლის კარი ღიია მისი შვილებისთვის, რომ ჩემთან შეისწავლონ ქართული სიმღერა! დიდება გმირებს!”