17 ნოემბერი, 2017

“აქ ტრადიციულად თითხნიან დოკუმენტებს და არიან მაქინაციებში”

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კაშირში მოახლოებულ არჩევნებათან დაკავშირებით საუბრობს და მიაჩნია, რომ “საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას” სერიოზული განახლება და გაცოცხლება სჭირდება:

“დღე-დღეზე ქართული თეატრის მოღვაწეები არჩევანს გააკეთებენ, არ ვიცი როგორს, ერთი კი ვიცი, რომ “საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას” სერიოზული განახლება და გაცოცხლება სჭირდება.

ამ ორგანიზაციის წევრები მე და ნერონ აბულაძე აბულაძე 2002 წელს ვასილ კიკნაძის და ნოდარ გურაბანიძის რეკომენდაციით გავხდით, მაშინ როცა თავმჯდომარე გიგა ლორთქიფანიძე იყო.

ახლა ამ სოროს ერთი ვირთხა მეუბნება, რომ წევრი არ ვარ. იმ დროს სმარტფონი არ იყო, თორე ასლს ხო გადავიღებდი. მტკიცებას აზრი არ აქვს, რადგან აქ ტრადიციულად თითხნიან დოკუმენტებს და არიან მაქინაციებში.

მოკლედ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ ვიღებ, მაგრამ ვინც მიიღებთ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ცვლილებებს. ერთ-ერთი კანდიდატი უკვე ორჯერ შანს მიცემულია და აღარ მინდა მუდმივი “ექსპერიმენტები”.

აბა თქვენ იცით! თუ შეცდომას დაუშვებთ, მერე არ გავიგონო თქვენი წუწუნი. გაქვს შანსი შეცვალო? ხოდა, შეცვალე იმ ორგანიზაციაში სიტუაცია, რომელიც თავად იქ მომუშავეებსაც არ მოსწონს.”