9 ნოემბერი, 2017

“არ მოვმკვდარვარ!”

აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი და მის მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ საჯაროდ საუბრობს:

“გარდაცვლილი ვგონივარ თურმე ვიღაცეებს?!

რაც სტუ-ში ევროპისმცოდნეობის სპეციალობა შეიქმნა, მას შემდეგ დღემდე ამ სპეციალობის ბაკალავრიატის ჯგუფებში მიმყავდა საგნები „ევროპის პოლიტიკური მმართველობის სისტემა“, „ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები თანამედროვე ევროპაში“ და „ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციულ უზრუნველყოფა“. ამ საგნების სილაბუსები ჩემი შედგენილია, რომელთა მიხედვითაც ძალიან დიდი შრომის ფასად დავწერე და გამოვეცი სახელმძღვანელობიც, ამავე დროს მომზადებული მაქვს სამივე საგნის აბსოლუტურად ყველა ლექციის საპრეზენტაციო ვარიანტებიც PowerPoint ფორმატში და ვიყენებ ლექციაზე, რაც შინაარსის სმენით აღქმასთან ერთად ვიზუალურად აღქმასაც უადვილებს სტუდენტებს.

და ახლა, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ეს საგნები ჩემთვის ჩამოურთმევიათ და მიუციათ ამ საგნებში ჩემთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის მქონე გარედან მოსული ადამიანებისათვის, რომლებსაც მანამდე, არც ეს საგნები წაუკითხიათ და ცხადია, არც სახელმძღვანელოები გააჩნიათ ამ საგნებში. ეტყობა იმის ღირსიც ვერ გავხდი, რომ საქმის კურსში მაინც ჩავეყენებინე ვინმეს, რომ ის მაინც მცოდნოდა კვლიფიკაცია დამიწუნეს თუ ლექციის ხარისხი და, საერთოდ რა კრიტერიმებით მამჯობინეს ისინი.

იქნებ ამ საგნებში მათი ლექციები მოისმინეს და უკეთესი იყო ჩემს მიერ წაკითხულთან შედარებით? არ ვიცი, შეიძლება გარედან ვინმე გავლენიანმა „იმუშავა“ მათ დასასაქმებლად და ჩვენი დიდი და სახელოვანი უნივერსიტეტის ამ პატარა სტრუქტურული რგოლის დროებითი „შეფი“ იძულებული გახდა და მე „ჩამაჩოჩა“ ისე, რომ ჩემი საქმის კურსშიც ჩაყენებაც არ ჩათვალა საჭიროდ? შეიძლება ეკითხათ მაინც, ბატონო ჰენრი, გვიჭირს, რა ვქნათ საჭიროა, რომ დავასაქმოთ ვინმე კახა ცეცხლაძე და ვახტანგ მაისაია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი შენს საგანს შენზე უკეთესად ნამდვილად ვერ წაიკითხავს, მაინც იძულებულნი ვართ მათ წავაკითხოთ შენს მიერ შექმნილი ეს საგნებიო. ადამიანურად, რომ ეთქვათ შეიძლება ესეც გამეგო და ხმა არ ამომეღო.

ისე, 1968 წლიდან ვმუშაობ ამ ჩემთვის მშობლიურ სასწავლებელში, გამოვიცვალე 8 რექტორი და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები შემიძლია დავიფიცო, რომ დღეს სტუ-ს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო რექტორი, გამორჩეული თავისი ინტელექტითა და პროფესიონალიზმით, უაღრესად პატვისვცემ მას და ძალიან ვუფრთხილდები მის სახელს, ამას ვურჩევ იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა თუ რა არის ჩვენი უნივერსიტატისათვის მთავარი ღირებულებები.

არა, ეტყობა ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მესურვეებს ნამდვილად გარდაცვლილი ვგონივარ, რადგან სილაბუსისა და სახელმძღვანელოების ავტორს (ფაქტიურად ამ საგნების სტუ-ში წაკითხვის საფუძვლის ჩამყრელს), ამ სასწავლებელში 50 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონე პროფესორს, უბრალოდ, მეტყოდნენ მაინც, რისთვის დამსაჯეს და მამჯობინეს ამ საგნებში ჩემზე ნაკლები კვალიფიკაციის მქონე, თანაც გარედან მოყვანილი ადამიანები?!

სხვათაშორის, ეს მოყვანილი ადამიანებიც ჩემი სახელმძღვანელოებით ისე შევიდნენ ჯგუფებში, რომ არც მათ იკადრეს ჩემთან კონტაქტი… ეტყობა მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რა შრომა სჭირდება ახალი საგნის სილაბუსის შედგენასა და სახელმძღვანელოს დაწერას, თორემ როგორ იკადრებს გარედან მოსული კაცი, ჩემივე სასწავლებელში, ღვაწლმოსილ პროფესორს ლექციის კითხვის დროს ხელიდან გამომგლიჯოს საკუთარი სახელმძღვანელო… წინასწარ დამეკონტაქტებოდა მაინც, ეტყობა არ მთვლიან ღირსად… მე ღამეები ვათენე და ახლა მზამზარეულზე პროტექციით მოიყვანეს ვიღაცა ჩინოსანი, ჰა, როგორია?

ეტყობა ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მესურვეებსაც არ ესმით რას ნიშნავს მშობლიურ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოს მნიშვნელობა. როგორც ვიცი ამ სპეციალობაზე ჩვენთან ძალიან უჭირთ სახელმძღვანელოები და მე ერთბაშად სამი სახელმძღვანელო შევძინე… ასე „დამიფასეს“ სტუ-ს არაკეთილმოსურნეებმა…

უაღრესად საჭირო, დეფიციტური სახელმძღვანელოების დაწერისა და გამოცემისათვის ჯილდოს მაგივრად სასჯელი მივიღე!!!

გუშინ მთელი დღე ტელეფონებით ვცდილობდი გავრკვეულიყავი არსში, ვერ მოვახერხე, ჰო და, ახლა იქნებ აქედან მაინც მივაწვდინო ხმა ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მესურვეებს:

არ მოვმკვდარვარ…
ჰო, ჰენრი კუპრაშვილი ცოცხალი და საღსალამათია!!!”