15 ნოემბერი, 2017

“არაფერი გეშველებათ”

ამბობს “ჯეოსტარის” გამარჯვებული მომღერალი მარიტა როხვაძე და საქართველოში ნიჭიერების დაუფასებლობა აწუხებს:

“საქართველოში როცა არიან ნიჭიერი ადამიანები, მაშინ ვერ ხედავთ და ვერ აფასებთ. წავა საზღვარგარეთ, მიაღწევს წარმატებას, მისთვის უცნობი ადამიანები იყვარებენ და აფასებენ თქვენგან განსხვავებით.

მერე გამოდიხართ და წერთ, ბევრი ასეთი ქართველი საქართველოსო, ასეთი ნიჭიერები არ უნდა გვტოვებდნენო… რომელ საქართველოს??? აქ რომ ჰყავთ ცხვირწინ და ვერავინ ამჩნევთ?!

არაფერი გეშველებათ მანამ, სანამ არ ისწავლით თქვენიანის დაფასებას!!! ნებისმიერ სფეროში!!!

P.S. ვინმე არ გამოხტეთ ცუდად და არ თქვათ არ ხარ მართალიო, თორე…”