7 ნოემბერი, 2017

“ამას საჯაროდ ვამბობ”

– რატომ ქალბატონ მზია კვირიკაშვილს არ უხსნი ვარსკვლავს? – ამ კითხვით მიმართავს დავით ოქიტაშვილს სიცილის დედოფლის მეგობარი ირაკლი ლომაია:

“ერთი კითხვა მაქვს ოქიტაშვილთან და ამას საჯაროდ ვამბობ, ასევე მივმართავ პრესას, რომ გააშუქონ ეს სტატუსი. აქამდე იძახდი, რომ მიცვალებულებზე ვარსკვლავი არ შეიძლება გაიხსნას, ეხლა თურმე შეიძლება.

რა თქმა უნდა, იმსახურებს და უხსნით, საწინაარმდეგო არაფერი მაქვს იმის ვისაც უხსნით და ყველას უნდა გაუხსნათ, მაგრამ თუ შეიძლება, რომ მსგავსი გამონაკლისი დაიშვას, რატომ ქალბატონ მზია კვირიკაშვილს არ უხსნი ვარსკვლავს?

ვერ გავიგე, მზია არ იყო სახალხო არტისტი? არ იყო საზოგადო მოღვაწე თუ უნიჭო იყო? ძალიან მაინტერესებს ერთი რა კრიტრიუმით უხსნი სხვებს ვარსკვლავებს და რატომ დაჩაგრე ქალბატონი მზია?

ხო და მე როგორც მზიას ერთი უახლოესზე უახლოესი მეგობარი საჯაროდ ვიწყებ დაანონსებას, წლებია გელოდები, სიტყვას არ ვიღებდი, მაგრამ რადგან შენ მაგდენს ვერ მიხვდი, ახლა იძულებული ვარ ხმა ამოვიღო და არ მინდა არაფერი, ნეტავ ვინმე გადამეღობოს წინ და რაიმე პრეტენზიები გამოთქვას!”