12 ნოემბერი, 2017

“აი, სად ვკარგავთ ქართველობას”

ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი მთელ საქართველოში მოგზაურობს და ხალხური სიმღერის შემსრულებელ მომღერლებსა და ანსამბლებს აცნობს ფართო საზოგადოებას.

გიორგი საქართველოს ულამაზეს ადგილებში, ეკლესიებისა და მონასტრების მისასვლელებთან დაყრილი ნაგვის გამო წუხს:

“აი, სად ვკარგავთ ქართველობას… ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ასე რომ ვექცევით…

და ეს მხოლოდ ნაწილია! მისასვლელი ტერიტორია სავსეა ნაგვით!”