Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

2 ნოემბერი, 2017

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო და 17 ნოემბრამდე იწარმოებს.

„წინანდლის პრემია“ 1998 წელს დაფუძნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. პრემია ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2017 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით. ასევე კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალგაზრდული ბრენდ “გაუ“-ს ინიციატივით წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომიმანტს გადაეცემა 2000 ლარიანი ფულადი პრემია.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალა კონცერტი შედგება 11 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში (საზღვარგარეთ მყოფი აპლიკანტების განაცხადები მიიღება იმეილის საშუალებით) შემდეგ მისამართზე: თბილისი, შარტავას ქ. N18 (სამუშაო საათები: 12:00 -19:00). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ “წინანდლის პრემიის” დებულება: განაცხადების მიღება შესაძლებელია ასევე: http://www.zurabzhvania.ge

tsinandlispremia@yahoo.com

(+995 32) 2 30 74 96